სოციალური პროექტი ,,გავუფრთხილდეთ გარემოს"
პროექტის ხელმძღვანელი: ნესტან ჭიჭაღუა
სამიზნე ჯგუფი: მეორე კლასი
პროექტის თემა: ,,გავუფრთხილდეთ გარემოს“
პროექტზე მუშაობის ვადები: დასაწყისი 4.11 2019, დასასრული 11.11
.2019
პროექტის აქტუალობა/რატომ არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი ჩვენთვის?
დღეს მსოფლიოში მწვავედ დგას გარემოს დაცვის
ირგვლივ არსებული პრობლემები- გარემოს დაბინძურება, ნარჩენების გადამუშავება ,
გარემოში არსებული ბუნებრივი რესურსების არასწორი მოხმარება, გლობალური დათბობა და
ა.შ.
პროექტზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა/სწავლების მოდელია. ეს მეთოდი მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს შეიძინოს ცოდნა და უნარ-ჩვევები სიღრმისეული დავალებების შესრულებისას, რომელიც მოითხოვს მოსწავლისაგან აქტიურ კვლევასა და სწავლის რეალური შედეგის ჩვენებას, შექმნილი საგაკვეთილო პროდუქტითა და აქტივობით. პროექტებზე დაფუძნებული სასწავლო გეგმის განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია საკვანძო კითხვები, რომლებიც აკავშირებს საგნობრივ სტანდარტებს მაღალი დონის აზროვნებასთან.
რა უპირატესობა აქვს პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას?
·
იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა, საკუთარი თავის რწმენა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულება;
·
იზრდება კომპლექსური უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობა, მაგალითად, აზროვნების მაღალი დონე, პრობლემების გადაჭრა, კომუნიკაცია, თანამშრომლობა;
·
მოსწავლეები მეტ პასუხისმგებლობას იღებენ თავიანთი სწავლის პროცესზე, განსხვავებით ტრადიციული მოდელისგან;
·
პროექტზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეებს პრობლემების გამოძიებისაკენ უბიძგებს, რაც სწავლის მაღალ ხარისხს განაპირობებს;
·
მოსწავლე ეჩვევა დამოუკიდებელ მუშაობას და თანატოლებთან ურთიერთობას , რაც მნიშნელოვან როლს თამაშობს მოზარდების პიროვნულ და სოციალურ განვითარებაში.
პროექტის სასწავლო მიზნები და სწავლების შედეგები
მიზნები:
·
დაკვირვების საფუძველზე აღწერონ სკოლის და საკუთარი სახლის გარემო;
·
განასხვავონ ერთმანეთისაგან
სუფთა , მოწესრიგებული გარემო დანაგვიანებული გარემოსაგან.
·
ისაუბრონ
გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების გზებზე.
·
გრძელვადიანი მიზნები:
·
მოსწავლემ შეძლოს ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობა თანატოლებთან და უფროსებთან, შეძლოს გააზრებული მონაწილეობა და თანამშრომლობა სოციალური პრობლემების გადაწყვეტაში.
·
გააცნობიერონ გარემოს დანაგვიანებით გამოწვეული საფრთხე და გამოუმუშავდეთ მზრუნველი დამოკიდებულება გარემოსადმი.
საგანი: ბუნება
სტანდარეტები:
ბუნ.დაწყ.(I).1.
მოსწავლემ უნდა შეძლოს: პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა
და ელემენტარული კვლევითი უნარ- ჩვევების დემონსტრირება.
ბუნ.დაწყ.(I).4.
მოსწავლემ უნდა შეძლოს: ლოკალურ გარემოში ორიენტირება; წყლისა
და ხმელეთის მნიშვნელოვანი ობიექტების აღწერა და მათი ამოცნობა.ბუნებრივი
რესურსების მნიშვნელობაზე მსჯელობა;
მათ შორის მოსწავლეებს განუვითარდებათ 21-ე საუკუნის უნარები:
·
კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი
·
შემოქმედებითი უნარები
·
კომუნიკაციის უნარი
·
ინფორმაციის ზუსტად შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით
პროექტის მონიტორინგი: მოსწავლეთა შეფასება მოხდება განმავითარებელი პოზიტიური სიტყვიერი
კომენტარის სახით, ასევე წერილობითი კომენტარის სახით. იწარმოებს დაკვირვების
ფურცელი.
რესურსები: ხის ნერგი, ბარი, თოხი, თაბახის ფუცელი, ფანქრები.
პროექტის მსვლელობა:
1.შეხვედრის
ორგანიზება სკოლაში, პროექტის იდეის გაცნობა სკოლის ადმინისტრაციისა, მშობლებისა
და მოსწავლეებისათვის.
2. საუბარი გარეს
სისუფთავესა და მოსალოდნელ საფრთხეებზე.
3. სკოლის ეზოს
დასუფთავება და ხის დარგვა.
4. საკლასო
აქტივობა- ვხატავთ ჩვენის სახლის ბუნებას.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს განუვითარდებათ გარემოზე ზრუნვის უნარ-ჩვევები.
Comments
Post a Comment