პროექტი ,,როგორ გავუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას" 2 კლასი

სოციალური პროექტები
,,როგორ გავუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას"
მიზანი:
·         მშობლის ჩართულობის უზრუნველყოფა სასკოლო ცხოვრებაში;
·         პატარებისთვის სხვადასხვა ინფორმაციის გადაცემა ჯანმრთელობის საკითხებზე;
ბუნ.დაწყ.(I).2.ორგანიზმების სასიცოცხლო მოთხოვნილებებისა და მათზე გარემო ფაქტორებისზემოქმედების შესახებ მსჯელობა.

პროექტის აქტუალობა
მეორე კლასში ჩემი დაკვირვებით, გასაუბრებით, გამოკითხვებით შევატყვე, რომ ბავშვები ვერ ერკვევიან, რას ნიშნავს სწორი კვება, ჯანსაღი ძილი, ცხოვრების ჯანსაღი წესი... შევატყვე, რომ დასვენებებზე  სკოლაში ისინი ძირითადად სახლიდან მოტანილი არაჯანსაღი პროდუქტით (ჩიფსებით, ფასტ-ფუდის პროდუქტებით) იკვებებიან, ზოგჯერ ვერ იცავენ ჰიგიენის წესებს, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ისინი შემეხვედრებინა სოფლის ამბულატორიის ექიმთან.
პროექტის ხანგრძლივობა   
3 კვირა
მიზანი
მშობლის ჩართულობის უზრუნველყოფა სასკოლო ცხოვრებაში;
პატარებისთვის სხვადასხვა ინფორმაციის გადაცემა ჯანმრთელობის საკითხებზე;


ამოცანები და განხორციელების გზები
              
ექიმთან შეხვედრამდე ჩატარდება მოსამზადებელი სამუშაოები,
განვახორციელებ შემდეგ აქტივობებს:


პირველი ნაბიჯი --(14.10.2019.-დან  18.10.2019 -მდე) -- მოვაწყობ გამოკითხვებს, დისკუსიებს თემაზე:,,როგორ ვუფრთხილდებით  საკუთარ ჯანმრთელობას“.
მეორე ნაბიჯი -- (21.10.2019)--ექიმს დაველაპარაკები შეხვედრის თაობაზე, მოვილაპარაკებთ, რა საკითხზე იქნება უფრო საჭირო ყურადღების გამახვილება, დავთქვამთ შეხვედრის დროს, შევთანხმდებით სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებაზე, რათა ბავშვებს უფრო გაუადვილდეთ ინფორმაციის აღქმა.
მესამე  ნაბიჯი   -- 2019 წლის 25.10   შევხვდებით ექიმს, ჩვენი სოფლის ამბულატორიაში, მშობლებთან ერთად გადავადგილდებით ფეხით. დავეხმარები მათ, რომ ეს შეხვედრა ნაყოფიერი და სასარგებლო აღმოჩნდეს ჩვენი პატარებისთვის.
მეოთხე ნაბიჯი   --(28.10.2019 )-მოვახდენ პროექტის შეჯამებას, ბავშვებთან ჩავატარებ ზეპირ გამოკითხვას, დავაკვირდები, რამდენად კარგად გაიგეს მათ ექიმთან შეხვედრის დროს მიღებული ინფორმაცია.




შეხვედრის დღის გეგმა:
ექიმი ბავშვებს გაესაუბრება შემდეგ საკითხებზე:
Ø  დღის რეჟიმი;
Ø  პირადი ჰიგიენა;
Ø  ძილი;
Ø  ჯანსაღი ცხოვრების წესი;
Ø  ვიტამინები;
Ø  მიკრობები და ბაქტერიები;
Ø სწორად კვების ოქროს წესი.
საუბარი შედგება საპრეზენტაციო სლაიდ-შოუს თანხლებით.
შედეგი


შედგება  მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში;
ბავშვებმა მრავალ  სასარგებლო ინფორმაციას მიიღებენ თავიანთი ჯანმრთელობის მოვლის შესახებ;
პატარები დარწმუნდებიან, რომ ექიმთან ვიზიტი სულაც არაა საშიში და რომ ისნი მუდმივად უნადა ზრუნავდნენ საკუთარ ჯანმრთელობაზე.


პროექტის შეფასების კრიტერიუმები
1. მოხდა,თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?
2.  რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა და რატომ?
3.რომელ კომპონენტში იყო პროექტი წარმატებული?
4. რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონა წილეებმა?
5. განხორციელდა თუ არა პროექტით გატვალისწინებული აქტივობები, ხომ არ მომხდარა რაიმეს დამატება ან მოდიფიცირება;
6.  მომავალში  მეტი ყურადღება რას მივაქციო?


პროექტის მონიტორინგი


1.    მოხდა,თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?
პროექტით განსაზღვრული ყველა მიზანი მიღწეულია.
2.    რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა და რატომ?
აქტივობები გეგმის მიხედვით განხორციელდა.
3.    რომელ კომპონენტში იყო პროექტი წარმატებული?
განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ექიმთან შეხვედრის დღე. შეხვედრა სასიხარულო იყო მშობლისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც.
4.     რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?


სოციალური პროექტის გეგმა შეადგინა
სსიპ მარტვილის  მუნიციპალიტეტის , სოფელ აბედათის  საჯარო სკოლის პედაგოგმა ნესტან ჭიჭაღუამ

Comments

Popular posts from this blog

ნესტანის კლუბი 2 -4 კლასი ეკო კლუბი

სოციალური პროექტი ,,გავუფრთხილდეთ გარემოს"