29.11.2019
ხილბოსტნეული, სასმელი წყალი და ჰიგიენის წესები იყო დღევანდელი მუშაობის
თემა. აღმოჩნდა რომ ყველას ძალიან გვიყვარს ხილი და ბოსტნეული, ასევე ხშირად მივირთმევთ მას. ვისაუბრეთ თუ რა მნიშვნელობა აქვს წყალს ადამიანის ჯანმრთელობისათვის. პირობა დავდეთ რომ მივირთმევთ სუფთა წყალს და არა გაზიან სასმელებს. ასევე ვისაუბრეთ თუ როგორ უნდა დავიცვათ ჰიგიენის წესები, ავღნიშნეთ რომ არ შეიძლება გაურეცხავი საკვების მიღება, რადგან ის იწვევს ინფექციურ დაავადებებს და ავნებს ჯანმრთელობას.
22.11.2019
დღევანდელი საწრეო მუშაობა ჩატარდა თემაზე "როდის არის ჩემი დაბადების დღე". მოსწავლეებს შევთავაზე შემდეგი აქტივობა: მოსწავლემ მხოლოდ მიმანიშნებელი სიტყვა წარმოთქვა მისი დაბადების დღის შესახებ, (იყო თოვლი, ხეები აყვავილებულიყო). დანარჩენს კი უნდა გამოეცნო როდის იყო მისი დაბადების დღე, აღნიშნული ატოვობა მათ დაეხმარათ არამარტო მეგობრის დაბადების დღის გამოცნობაში, არამედ წელიწადის დროებისა და თვეების გახსენებაში.
15.11.2019
" ხიფათი ქუჩაში" - ეს იყო ჩვენი დღევადელი საწრეო მუშაობის თემა. ვისაუბრეთ ქუჩაში მოძრაობის წესებზე და მივედით დასკვნამდე, რომ თუ ამ წესებს კარგად შეისწავლის ყველა და არ დაარღვევს, ქუჩაში ხიფათიც აღარ მოხდება, ჩავატარეთ აქტივობა "ვინ უკეთ იცნობს საგზაო მოძრაობის წესებს" მოსწავლეებმა ერთმანეთს აუხსნეს როდის და სად შეიძლება ქუჩაში გადასვლა და რატომ.
08.11.2019
დღვანდელ მეცადინეობაზე გავეცანით სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებს. სლაიდზე დაკვირვებით ავღწერეთ და ვისაუბრეთ ძველი და ახალი სატრანსპორტო საშუალებების შესახებ.
დავხატეთ ჩვენი საყვარელი სატრანსპორტო საშუალება და გამოვფინეთ.

1.11.
დღეს
მეცადინეობაზე განვიხილეთ თემა ,,ბუნების სადარაჯოზე“
მოსწავლეებმა
თავად ისაუბრეს ბუნების მნიშვნელობაზე.
რის
შემდეგაც შევთავაზე ორი სხვადასხვა ვიდეორგოლი, ერსი როგორ ზრუნავენ ბუნებაზე, მეორეში
როგორ ანაგვიანებენ, ჩეხენ და ანგრევენ მას,
რისი ნახვის შემდეგაც შეძლეს შედარება, გარკვევა,
რომელი იყო დასაშვები ქმედება და რომელი არ შეიძლებოდა, ისაუბრეს იმაზე თვითონ როგორ
უნდა მოქცეულიყვნენ, რა იქნებოდა ამ მოცემულ შემთხვევაში უპირველეს ყოვლისა შესასრულებელი.
მივედით
იმ დასკვნამდე რომ ადამიანები , რომლებიც ბუნებას ანადგურებენ, წიგნიერების დეფიციტს
განიცდიან, ამიტომ უნდა ვიზრუნოთ ამ პრობლემის აღმოფხვრაზე .
დავამზადეთ
სლოგანი ,, ჩვენ ვუფრთხილდებით ბუნებას! თქვენ?“ და ჩამოვატარეთ კლასებში.
25.10.
დღევანდელი
ჩვენი შეხვედრის თემა იყო: ,,რა როგორ ხმიანობს“.რომელიც, ვფიქრობ, საინტერესოდ წარიმართა.
მოსწავლეებს
მოვასმენინე ვიდეომასალა ცხოველების ხმების, ბუნებრივი მოვლენის: ჭექა-ქუხილის, ზღვის
ღელვის თანმხლები ხმების ...
მივეცი
დავალება ამოეცნოთ და შეესრულებინათ ხმის იმიტაცია შესაძლებლობების შესაბამისად.
18.10
დღეს
საწრეო მუსაობაზე ვისაუბრეთ ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების შესახებ . მოსწავლეებს ვაჩვენე წინასწარ მომზადებული ვიდეორგოლო
დედამიწის შესახებ.
ისინი
ინტერესით ადევნებდნენ თვალყურს ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების ნაწილებს. გამოთქვეს
საკუთარი მოსაზრებანი მათ შესახებ, დააკავშირეს ისინი ერთმანეთთან და გამოიტანეს დასკვნა,
რომ ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება მჭიდროკავშირში არიან ერთმანეთთან.
11.10
,,ბუნებრივი
და ხელოვნური“ ეს იყო თემა , რომელსაც ბუნების საწრეო მეცადინეობის პროგრამა გვთავაზობდა.
მოსწავლეებს მოვუწყე გამოფენა სხვადასხვა საგნებისა,
სადაც მათ უნდა აერჩიათ და დაეხარისხებინათ ბუნებრივი და ხელოვნური საგნები. აქტივობამ
ისინი ძალიან გაახალისა, დავალებასაც შესანისნავად გაართვეს თავი, დააფიქსირეს თავიანთი
აზრი ბუნებრივსა და ხელოვნურთან დაკავსირებით, გამოიტანეს დასკვნა, რომ ბუნებრივს
ბუნება ქმნის, ხელოვნურის შექმნა კი ადამიანის დამსახურებააა.
4.10.
2019 წელი
დღეს
შედგა ჩვენი ბუნების წრის პირველი მეცადინეობა.ვისაუბრეთ წრის აქტუალობაზე, მიმნებსა
და ამოცანებზე. მოსწავლეებს განვუმარტე რომ მეცადინეობები არ იქნებოდა სტანდარტული გაკვეთილების მსგავსი, რომ აქ ვიმუშავებდით და
განვიხილავდით მათთვის საინტერესო საკითხებს საინტერესო აქტივობებით, პრაქტიკული სავარჯისოების
შესრულებით.
პირველი
მეცადინეობის თემა იყო:.,,.ჩემი საცხოვრებელი.“
მოსწავლეებს
წავუკითხე მოთხრობა ,,ვისია ეს სახლი“
აქ
სურათი .........
ვისაუბრეთ სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმების საცხოვრებელ გარემოზე და მასთან ადაპტაციაზე.
მეცადინეობის
დასასრულს ვთხოვე დაეხატათ მათი საცხოვრებელი სახლი და ესაუბრათ მათ შესახებ.
მეცადინეობა
საინტერესოდ წარიმართა.
საწრეო მუშაობა ბუნებისმეტყველებაში
საწრეო მუშაობა
საგანი: ბუნებისმეტყველება
წრის სახელწოდება: ,,ბუნების კარი“
სკოლა:
სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის აბედათის საჯარო სკოლა
კლასი:
II
სასწავლო წელი: 2019-2020 წლის I სემესტრი
წრის ხელმძღვანელი მასწავლებელი: ნესტან ჭიჭაღუა
საწრეო მუშაობის მიზნები
● მოსწავლეებში ბუნებისადმი ინტერესის გაღვივება;
● დაკვირვების, კვლევის , კლასიფიცირების,მსჯელობის,
დასკვნების გამოტანის უნარ-ჩვევების გამომუშავება.
● შემოქმედებითი და დამოუკიდებელი , ასევე თანამშრომლობითი
უნარებისა და კოგნიტური ჩვევების ხელშეწყობა - განვითარება.
ე.ს.გ.-სთან შესაბამისობა:
ბუნ.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა
შეძლოს:
პრაქტიკულ
აქტივობებში
მონაწილეობა
და
ელემენტარული
კვლევითი
უნარ-
ჩვევების
დემონსტრირება.
ბუნ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ
უნდა
შეძლოს:
ორგანიზმების
(მცენარეებისა
და
ცხოველების)
აღწერა
და
დახასიათება
ძირითადი
ნიშან-თვისებების
მიხედვით
წრის დახასიათება
იაკობ გოგებასვილის ,,ბუნების კარის“ პირველ
გამოცემის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: ,,ბუნების შესწავლის უმთავრესი მიზანია გაუხსნას
ყმაწვილს თანაგრძნობა ბუნებისა, შეაყვაროს მისი გამოძიება და მისი განხილვა“
გადავწყვიტე ამ მიზნის მიღწევაში ბუნების გაკვეთილებთან
ერთად საწრეო მუშაობაც ჩამერთო. დამეახლოვებინა პატარა ბუნების მგოსნები ბუნებასთან, ამიტომ წრის პროგრამაში სწორედ ისეთი საკითხები და აქტივობები შევიტანე,
რაც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს უკეთ შეიცნონ ბუნება, შეიგრძნონ და იტერესით დაიწყონ
მისი შესწავლა.
ვფიქრობ, კვლევა-ძიებისთვის განკუთვნილი სავარჯიშოები
და დაკვირვების შედეგად მიღებული შთაბეჭდილებები დადებით სასწავლო მოტივაციას შეუქმნის
მოსწავლეებს და სახალისოსა და საინტერესოს გახდის ბუნებისმეტყველების მეცადინეობებს.რაც ასევე დაეხმარებათ შემეცნებითი უნარების დაუფლებაში.
ვფიქრობ,სხვადასხვა თამაშების, ვიდეორგოლების
მულტფილმების, რუბრიკების, ბარათების, ფერადი თვალსაჩინოებისა და რესურსის გამოყენებით
შევძლებ გავაცემინო პასუხი მათთვის საინტერესო კითხვებზე.
რესურსებით: დაფა, ფერადი ცარცი, თაბახის ფურცელი,პროექტორი,
, შუქნიშნის ბარატები, ბუკები,წებოვანი ბარათები და წრის ფუნქციონირების განმავლობაში,
მოსწავლეებსა და მშობლებთან ერთობლივად შექმნილი
თვალსაჩინო მასალა დამეხმარება ე.ს.გ.-ის
ბუნების წლის ბოლოს მისაღწევი შედეგების დაძლევაში.
წრის აქტუალურობა
ვფიქრობ, სემესტრის განმავლობასი წარმართული საწრეო
მუშაობა აქტუალურია, რადგან სწორედ ამ ასაკში იწყებენ ბავშვები ბუნებაში დამოუკიდებლად
ორიენტაციას და უჩნდებათ მისი კვლევის უნარი, აწუხებთ უამრავი კითხვა სამყაროს მიმართ.
სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში დაეხმარება მათ წრეზე განხილული საკითხები.ასევე
წრე ხელს შეუწყობს მოსწავლის შინაგანი პოტენციალის გახსნასა და მისი შესაძლებლობების გამოვლენას.
საწრეო
მუშაობის პროგრამა
კლასი: II
2019-2020 სასწავლო
წლის I სემესტრი
მეცადინეობა ხანგრძლივობა: კვირაში ერთხელ პარასკევს, გაკვეთილების შემდეგ.
N
თარიღი
თემის დასახელება
საათების რაოდენობა
1
4.10
ჩემი საცხოვრებელი
40 წთ
2
11.10
ბუნებრივი და ხელოვნური
40 წთ
3
18.10
ცოცხალი და არაცოცხალი
40 წთ
4
25.10
რა როგორ ხმიანობს
40 წთ
5
1.11
ბუნების სადარაჯოზე
40წთ
6
8.11
სატრანსპორტო საშუალებები
40წთ
7
15.11
ხიფათი ქუჩაში
40წთ
8
22.11
როდისაა ჩემი დაბადების
დღე
40 წთ
9
29.11
1.ხილი და ბოსტნეული
2.სასმელი
3.დავიცვათ ჰიგიენის
წესები
40წთ
მოსწავლეები შეფასდებიან განმავითარებელი შეფასებით , როგორც სიტყვიერი პოზიტიური კომენტარის სახით , ასევე წერილობითი კომენტარის სახით.
დასწრების
ფურცელი
წრის სახელწოდება: ,,ბუნების მგოსნები“
2019-2020 სასწავლო წელი, I სემესტრი.
N
გვარი, სახელი
თარიღი
ხელწერა
1
გიორგი წოწონავა
2
ლიზი წოწონავა
3
ვერონიკა წოწონავა
4
მათე მიქავა
5
მარიამ მიქავა
6
მარიამ ჭითანავა
კითხვარი მშობელთათვის
სახელი, გვარი
-------------------------------
1.დროულად მოგეწოდათ
თუ არა ინფორმაცია წრის შექმნის შესახებ
ა) დიახ; ბ)არა.
2. თქვენი აზრით,საწრეო
მუშაობა ხელს შეუწყობს თქვენს შვილს მათემატიკური ცოდნის გაღრმავებაში?
ა) დიახ; ბ) ნაწილობრივ; გ)არა
3.იყო თუ არა საწრეო
მუშაობა თქვენი შვილისთვის მრავალფეროვანი და საინტერესო?
ა) დიახ; ბ) ნაწილობრივ; გ)არა
4. იყო თუ არა მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო
შექმნილი მოსწავლეთათვის?
ა) დიახ; ბ) ნაწილობრივ; გ)არა
5. რამდენი ქულით შეაფასებდით
საწრეო მუშაობას?
1
2 3 4
5 6 7
8 9 10
მოსწავლის
კითხვარი
სახელი, გვარი: --------------------------
1. დროულად მოგეწოდათ თუ არა ინფორმაცია წრის შექმნის
თაობაზე?
ა) დიახ; ბ) ნაწილობრივ; გ)არა
2 . იყო
თუ არა საინტერესო და მრავალფეროვანი საწრეო მუშაობა?
ა) დიახ; ბ) ნაწილობრივ; გ)არა
3.
საწრეო მუშაობის დროს განხილული საკითხები გეხმარებოდა თუ არა ცოდნის გაღრმავებაში?
ა) დიახ; ბ) ნაწილობრივ; გ)არა
4.
იყო თუ არა შენთვის შექმნილი მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო?
ა) დიახ; ბ) ნაწილობრივ; გ)არა
5. რამდენი ქულით შეაფასებდით საწრეო მუშაობას?
1
2 3 4
5 6 7
8 9 10
Comments
Post a Comment