სოციალური პროექტი ,,ოჯახი და ტრადიცია" 2 კლასი
სოციალური პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი, გვარი
ნესტან ჭიჭაღუა
რაიონი/ სოფელი
მარტვილის მუნიციპალიტეტი; სოფელი აბედათი
სკოლა
სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის, სოფელ აბედათის საჯარო სკოლა
თემის მონახაზი:
პროექტის დასახელება: ოჯახი და ტრადიცია
საფეხური/კლასი: დაწყებითები II
მოსწავლეთა
რაოდენობა: 8
პროექტის განხორციელების დრო: 2 კვირა 20.09-4.10
აზროვნების ზედა დონის უნარები: დამოუკიდებლობა, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება, თანამშრომლობა, დაგეგმვა, კვლევა, ანალიზი, პრეზენტაციის უნარ-ჩვევების გამომუშავება;
პროექტის აქტუალობა:
მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო განათლების ახალი საგნის „მე და საზოგადოების“ მიმართულებით განიხილება ეს თემა „ოჯახური ტრადიცია“, ინტერესი იმდენად დიდი იყო, საჭიროდ ჩავთვალე დაწყებითი ჯგუფის ბავშვებთან მემუშავა ამ თემის ირგვლივ უფრო ამომწურავად და ვრცლად. ეს ხელს შეუწყობს ინტერ კულტურული განათლების ამაღლებას, მოსწავლეთა შორის ემპათიას.
პროექტის მდგრადობა:
პროექტის მდგრადობა გარანტირებულია, რადგან ამით მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება-ჩამოყალიბება ხდება და იგი ასევე საინტერესო, სახალისო და ინოვაციური სწავლების სტილია, ამ დროს მოსწავლეები ეცნობიან ერთმანეთის ოჯახის წევრებს. სახალისო, საინტერესო ეპიზოდებს სხვათა ოჯახის წევრების, ტრადიციების შესახებ.
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები
წიგნიერება ეწოდება ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობას, რომლებიც შესაძლებელს ხდის ენის ეფექტურ გამოყენებას სწავლისა და კომუნიკაციის მიზნით როგორც სასკოლო, ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაში. მოიცავს კითხვის, მოსმენის, ზეპირი მეტყველების და წერის უნარებს; აგრეთვე ენის სიმბოლოების ამოცნობა-გამოყენების უნარს, ისევე, როგორც ზეპირი, ვიზუალური, ნაბეჭდი, თუ ციფრული ტექსტების გააზრებისა და ინტერპრეტაციის უნარ-ჩვევებს.
საზ. მეც. დაწყ. (I). 7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა პროფესიის/ოჯახური საქმიანობის მნიშვნელობისა და საჭიროების გაცნობიერება;
შეკითხვები:
რა პასუხისმგებლობები მაქვს ჩემი ოჯახის წინაშე?
რატომ და როგორ უნდა დავაფასოთ ოჯახის ყველა წევრის (დედის, მამის, ბაბუის და ბებიის) შრომა?
რატომ და როგორ უნდა მოვიხმაროთ რესურსები (მაგ.: წყალი, ელექტროენერგია) გონივრულად (ეკონომიურად) ოჯახში?
ცნებები:
ოჯახი, ჩემი საკუთრება, ოჯახის საკუთრება, დაზოგვა, პროფესია.
ის.ტექნ.დაწყ.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში
მოსწავლე:
Ø იყენებს ისტ-ს კვლევის პროცესში იდეებისა და ინფორმაციის ორგანიზებისას;
Ø ინფორმაციის სხვადასხვა ფორმატის მქონე საცავებში ძიებისას, შეარჩევს და იყენებს შესაბამის ციფრულ საშუალებებს;
Ø ინფორმაციის ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებულ საძიებო სისტემებს. შეუძლია საძიებო სიტყვების, ფრაზებისა და მათი კომბინაციების ადეკვატურად შერჩევა და გამოყენება;
მოპოვებული ინფორმაციის სანდოობისთვის იყენებს რამდენიმე წყაროს, მსჯელობს თითოეული მათგანის სანდოობაზე.
პროექტის მისაღწევი მიზნები/ შედეგები
Ø მოსწავლეებში კვლევა-ძიების უნარ-ჩვევების განვითარება;
Ø კრიტიკული აზროვნების განვითარება;
Ø დასახული ამოცანების გადაჭრის გზების ძიების უნარი;
Ø მოსწავლეებში გუნდური მუშაობის, თანამშრომლობისა და კომუნიკაბელურობის უნარების განვითარება.
Ø მოსწავლეებს ეცოდინებათ ოჯახური ტრადიციების პატივისცემა;
Ø ძველი და თანამედროვე ტრადიციების კლასიფიკაცია;
Ø შეძლებენ დამოუკიდებლად გადმოსცენ და ისაუბრონ საკუთარ ოჯახზე;
Ø ჩამოუყალიბდებათ სოციალურ-კულტურული , მოქალაქეობრივი და უსაფრთხოების ცნობიერება;
Ø ასაკის შესაბამისად ჩამოუყალიბდებათ ეთიკისა და ზნეობრივი ღირებულებები;
Comments
Post a Comment