სოციალური პროექტი ,,შემოდგომის ერთი დღე ბუნებაში"
პროექტი ”შემოდგომის ერთი დღე ბუნებაში” - 2 კლასი
პრობლემის განსაზღვრა
ბუნების გაკვეთილზე მიღებული ცოდნა, გამოცდილება და უნარ-ჩვევები მოსწავლეებს ეხმარება სამყაროს მთლიანობის აღქმაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მათ შეძლონ სხვადასხვა დისციპლინაში (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება) მიღებული ცოდნის ერთმანეთთან დაკავშირება და პრაქტიკულად გამოყენება.
მიზანი
·
გარემომცველი სამყაროს შეცნობა;
·
ბუნებრივი პოზიტიური დამოკიდებულებების განვითარება;
·
დაკვირვების, აღწერის, აღრიცხვის, კლასიფიკაციის, კომუნიკაციის, მონაცემთა ორგანიზების უნარის განვითარება;
·
საკუთარი დამოკიდებულების წერილობითი გადმოცემისა და შემოქმედებითი უნარის განვითარება;
·
თვითშეფასების უნარის განვითარება;
·
პრეზენტაციის უნარის განვითარება.
პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობები
1) მოსამზადებელი ეტაპი ამოცანები:
·
მოსწავლეებისათვის პროექტის მიზნის გაცნობა;
·
შესაბამისი დავალებების მიცემა;
·
ფუნქციების განაწილება ჯგუფებს შორის;
·
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება ( რესურსები და სხვ.).
·
მასწავლებელი წინასწარ აცნობს მოსწავლეებს ინფორმაციას სოფლის ბუნების შესახებ,
2) ექსკურსია სოფლის
მიმდებარე ტერიტორიებზე.
·
დასაკვირვებელი მასალის (სხვადასხვა მცენარის ფოთლების, გირჩების) შეგროვება;
·
დაკვირვების წარმოება და შედეგების ჩაწერა;
·
გეოგრაფიული ობიექტების დასახელება და მათი ურთიერთმდებარეობის განსაზღვრა;
·
მდინარის დინების მიმართულების განსაზღვრა;
·
მდინარის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების განსაზღვრა;
·
ფოტოსურათების გადაღება.
·
სახლიდან
შემოდგომის მოსავლის მოტანა( ყურძენი,ხურმა ,სიმინდი, მანდარინი და ა.შ)
3)
შეგროვებული მასალის გაკვეთილებზე დამუშავება, დახარისხება. ამოცანები:
·
შემოდგოს
კუთხის მოწყობა.
·
თემაზე “შემოდგომა”, შთაბეჭდილებებისა და ბუნებისადმი საკუთარი დამოკიდებულების ზეპირი გადმოცემა;
·
შეგროვებული ფოთლების, გირჩების და სხვა მასალისაგან
ჰერბარიუმის მომზადება.
ნახატებისა და აპლიკაციების, კოლაჟების დამზადება შეგროვებული მასალის გამოყენებით.
4) პროექტის შედეგების პრეზენტაცია ამოცანები:
·
გამოფენა, ნამუშევრების წარდგენა;
·
ჩატარებული სამუშაოს ანგარიში.
რესურსები
ერთჯერადი ხელთათმანები, ყუთები, თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები, წებო, ფორმატები, ფოტოაპარატი.
პროექტის სამუშაო გეგმა და განხორციელების ვადები: 18.11.
2019წ-22.11.2019წ
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები უკეთ შეიცნობენ და აღიქვამენ გარესამყაროს, განუვითარდებათ კვლევის, შემოქმედებითი, თვითშეფასების, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარ-ჩვევები. შეძლებენ ახალი ცოდნის შეძენას და ნასწავლის პრაქტიკულ გამოყენებას. ყოველივე ეს შექმნის დადებით სასწავლო მოტივაციას და გააუმჯობესებს სწავლა-სწავლების ხარისხს.
მონიტორინგი: მოსწავლეები შეფასდებიან
განმავითარებელი პოზიტიური სიტყვიერი
კომენტარის სახით, წერილობითი კომენტარით და ასევე იწარმოებს დაკვირვების ფურცელი.
Comments
Post a Comment